იანვარი დავიწყეთ ძალიან პოზიტიური შედეგით როგორც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის თვალსაზრისით, აგრეთვე საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების აღდგენის კუთხით – მედეა ჯანიაშვილი

იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდას აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.  მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, საზღვარზე რეგულაციების შემსუბუქების, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგად  2022 წლის პირველი თვე ტურისტებისა და შემოსავლების ზრდის დინამიკით გამოირჩეოდა.

“იანვარი დავიწყეთ ძალიან პოზიტიური შედეგით როგორც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის თვალსაზრისით, აგრეთვე საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების აღდგენის კუთხით,  2019 წელთან მიმართებით. ეს განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით: ქვეყნის გახსნა  საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, გატარებული მარკეტინგული აქტივობები და ძალიან სწორი პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, რომ გვქონდეს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, რომ 2022 წელს შევძლოთ სწრაფად და მდგრადად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%  აღდგენაა. 2021 წლის იანვრის თვესთან  შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%)  აშშ დოლარით.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …