The layout of the phone. The girl holds the phone with both hands. Background lilac under the color of nails. A beautiful manicure. Flat lay.

თქვენ ნამდვილად გაოცდებით: 5 გავრცელებული მითი მესენჯერებზე

მესენჯერები კომუნიკაციის განუყოფელი ინსტრუმენტი გახდა. უკვე რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთ პოპულარულ მესენჯერში მაინც ვერ მისწერთ. თუმცა, საკმარისი ინფორმაცია გვაქვს თუ არა აპლიკაციებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ? რა დამატებითი ფუნქციები და შესაძლებლობები აქვთ მათ? პოპულარული მესენჯერების ირგვლივ ყოველთვის იყო ბევრი დისკუსია, განხილვა და ჭორ-მართალი. ვფიქრობთ, უკვე დროა, რომ ყველაზე ცნობილ მითებში გავერკვეთ და ნაწილობრივაც გავაქარწყლოთ ისინი.

მითი №1: მესენჯერები მხოლოდ საუბრისთვისაა განკუთვნილი

დღეს, ზოგიერთი აპლიკაცია, მათ შორის მესენჯერები, სუპერ აპლიკაციების (superapps) კატეგორიაში გადიან, რომლებიც აერთიანებენ უამრავ ფუნქციას და დამატებით პარამეტრებს სხვადასხვა სიტუაციებისთვის. ახლა, მესენჯერებში შეგიძლიათ არა მხოლოდ გაგზავნოთ შეტყობინებები თუ სტიკერები, განახორციელოთ აუდიო და ვიდეო ზარები, არამედ გადაჭრათ ბევრი სხვა ამოცანა. მაგალითად, ჩაატაროთ ჯგუფური კონფერენციები, რომლებიც არაფრით ჩამორჩება პოპულარული ონლაინ შეხვედრების პლატფორმებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მესენჯერი, როგორც ორგანიზატორი: ჩატებში ჩაინიშნოთ შესასრულებელი საქმეები და მიიღოთ ავტომატური შეხსენებები მნიშვნელოვანი შეხვედრებისა თუ საქმეების შესახებ. პოპულარულმა აპლიკაციებმა უკვე დიდი ხანია მედია პლატფორმების ფუნქციაც შეიძინეს: მესენჯერებში ვკითხულობთ ახალ ამბებს, ვადევნებთ თვალს საყვარელ ბლოგერებს ან ვეძებთ საინტერესო კონტენტს სხვადასხვა არხებში.

მესენჯერების ფუნქციურობა მნიშვნელოვნად იზრდება ჩატბოტების დახმარებითაც. ამ ვირტუალური დამხმარეებს შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა ფუნქციები, უცხო ენის სწავლიდან დაწყებული, ემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესების გავლით, პარკირებისა თუ კომუნალურების საფასურის გადახდით დასრულებული. ზოგიერთი მესენჯერის ჩატბოტებში, წარმატებითაა ინტეგრირებული ფინანსური ფუნქციებიც კი.

მითი №2: საკომუნიკაციო აპლიკაციები ტელეფონში ბევრ მეხსიერებას ხარჯავენ

ეს შეიძლება იყოს სიმართლე იმ შემთხვევაში, თუ არ იცით არსებულ ფუნქციებზე თუ ხრიკებზე და არ იცავთ არაჩვეულებრივ, მაგრამ აუცილებელ ციფრული ჰიგიენის წესებს. მესენჯერებში, გარდა საუბრებისა და ზარების, ყოველდღიურად ვიღებთ ან ვაგზავნით დიდი რაოდენობით მედია კონტენტს: ვკითხულობთ ახალ ამბებს არხებში, ვუყურებთ სასაცილო ვიდეოებსა და მიმებს, თვალს ვადევნებთ ბლოგერებს და დღესასწაულებს ვულოცავთ ახლობლებს ღია ბარათების, გიფებისა თუ სტიკერების საშუალებით.

იმისათვის, რომ ამ კონტეტმა არ დახარჯოს სმარტფონის მეხსიერება, დაარეგულირეთ და ოპტიმიზაცია გაუკეთეთ მედია ფაილების ჩატვირთვისა და შენახვის პარამეტრებს თქვენს მესენჯერში: მაგალითად, გამორთეთ ავტომატური ჩატვირთვა სმარტფონზე და შეზღუდეთ მიღებული ფაილების შენახვის პერიოდი. ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ პერიოდულად ცალკეული ჩატებისა და მთელი აპლიკაციის „გაწმენდა“. მაგალითად, Rakuten Viber-ში შეგიძლიათ გაეცნოთ მეხსიერების გამოყენების სტატისტიკას, გაასუფთაოთ აპლიკაცია ან თუნდაც წაშალოთ ცალკეული ჩატების კონტენტი. ეს ფუნქციები ხელმისაწვდომია პარამეტრებში, Storage განყოფილებაში.

მითი №3: მესენჯერებში საუბარი ყოველთვის არ არის კონფიდენციალური

როდესაც საუბარია კონფიდენციალურ მონაცემებსა და პირად საუბრებზე, ზოგიერთი მომხმარებელი უნდობლობასა და სკეპტიკურ დამოკიდებულებას იჩენს.   რა ინფორმაციის გაგზავნა არ ღირს აპლიკაციებით? სად ინახავენ მესენჯერები ჩემს შეტყობინებებს? აქვს თუ არა წვდომა ჩემს ანგარიშზე ვინმეს, მაგალითად, კომპანიის თანამშრომლებს? რა თქმა უნდა, ეს სწორი კითხვებია, რომლებზე პასუხის ცოდნაც მნიშვნელოვანია, რათა დარწმუნებული იყოთ თქვენი კომუნიკაციის უსაფრთხოებაში.

საჭიროა ყურადღებით ავარჩიოთ აპლიკაცია და ყურადღება მივაქციოთ შემდეგ პუნქტებს, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ შეარჩიოთ შესაფერისი, ყველაზე უსაფრთხო მესენჯერი.

  •         შეამოწმეთ, აქვს თუ არა მესენჯერს ნაგულისხმევად ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრა (end-to-end encryption by default). ასეთი დაცვის დროს, შეტყობინებები შიფრირდება გამომგზავნის მოწყობილობაზე და განიშიფრება მხოლოდ მიმღების მოწყობილობაზე. დაშიფრული შეტყობინება წარმოადგენს სიმბოლოების ნაკრებს, რომელსაც არ აქვს აზრი. მაშინაც კი, თუ ვინმე მიიღებს მასზე წვდომას, ის ვერ შეძლებს მის დაშიფვრას. ასეთი ტიპის მონაცემთა შიფრაციას იყენებს, მაგალითად Rakuten Viber.
  •         გაეცანით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ის მუშაობს, მათ შორის ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავების ნაწილებს.
  •         ისარგებლეთ გლობალური აპლიკაციების უსაფრთხოების რეიტინგებით (დიახ, ასეთებიც არსებობს), რათა გაიგოთ, რა ინსტრუმენტებს იყენებს კომპანია პირადი მონაცემების დასაცავად.
  •         გაიგეთ, რა დამატებითი ფუნქციები არსებობს მესენჯერში, მაგალითად, ჩატის დამალვა, შეტყობინებების გაქრობა, ორი ფაქტორიანი აუტენტიფიკაცია, პაროლის დაცვა. ეს ფუნქციები დაგეხმარებათ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაში იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა დაიკარგება.

თუ თქვენი არჩეული მესენჯერი აკმაყოფილებს ამ პარამეტრებს და იცით ინტერნეტში უსაფრთხო კომუნიკაციის ძირითადი წესები (და მათი ცოდნა აუცილებელია!), მაშინ თქვენი პერსონალური მონაცემები, პირადი საუბრები და ზარები საიმედოდ იქნება დაცული.

მითი №4: მესენჯერებში სასურველი არ არის სამუშაო კომუნიკაცია

კიდევ ერთი გავრცელებული მითი ისაა, რომ მესენჯერები განკუთვნილია მხოლოდ პირადი კომუნიკაციისთვის და სამუშაო საუბრებისთვის შესაფერისი არ არის.

სინამდვილეში, მესენჯერები საშუალებას გაძლევთ მყისიერად გაგზავნოთ და მიიღოთ შეტყობინებები, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს და ოპტიმიზაციას უწევს თანამშრომლებისა და პარტნიორების კომუნიკაციის პროცესს. დღეს მესენჯერები გვთავაზობენ მოწინავე შესაძლებლობებს ჯგუფური ჩატებისთვის, მათ შორის სამუშაო ჯგუფების, არხების და თემატური ჩატების შექმნას. ეს აადვილებს პროექტების კოორდინაციას, ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას დიდ ჯგუფებში. ჯგუფურ ჩატებში შეგიძლიათ მონიშნოთ ცალკეული მონაწილეები, დაამაგროთ ჩატის თავზე ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩაატაროთ გამოკითხვები სხვადასხვა საკითხებზე: როგორც სამუშაო, ისე არა პირად თემებზე.

მითი №5: მესენჯერების სტიკერები მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი

ამაზე ნამდვილად ვერ შევთანხმდებით, რადგან კაშკაშა და მხიარული ვირტუალური სტიკერები უყვარს ყველას, განურჩევლად ასაკისა. ზოგჯერ სტიკერები უკეთესად გადმოსცემენ ემოციებს, ვიდრე ტექსტები და მათი დახმარებით მარტივია საუბარი და ემოციური კომუნიკაცია. დღეს ბევრი მესენჯერი საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი სტიკერები, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო ინდივიდუალურს და უნიკალურს ხდის  – და თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ თქვენი ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები ნებისმიერ თემაზე, რაც გაახალისებს თქვენს მიმოწერებს ნათესავებთან თუ მეგობრებთან.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …