თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი 1 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის თქმით, ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისების შესრულებას 16 ივლისიდან შეუდგება და კვირაში 7 სიხშირით იფრენს. ფრენები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება, რადგანაც AtlasGlobal-ი აეროპორტ “სტამბოლშია” ბაზირებული.

ავიაკომპანია AtlasGlobal-მა საქართველოს ავიაბაზარი 2018 წლის 26 აპრილიდან დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …