თურქეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ კანონის იმპლემენტაციის დებულებაში შეტანილი ცვლილებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობაზე გადასასვლელად საჭირო, 250 ათასი დოლარის უძრავი ქონების შესყიდვის მოთხოვნის ნაცვლად, 400 ათასი დოლარის უძრავი ქონების შესყიდვა გახდა აუცილებელი.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით ოფიციალურ მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მიხედვით; უძრავი ქონების შეძენით თურქეთის მოქალაქეობაზე გადასვლის განმსაზღვრელი თანხა 250 ათასი დოლარის ნაცვლად, 400 ათასი დოლარი გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა.
მეორეს მხრივ, რეგლამენტში შეტანილ კიდევ ერთ ცვლილებაში ნათქვამია, რომ უცხოელებს, რომლებიც კერძო საპენსიო სისტემაში შევიდნენ მინიმუმ 500 ათასი დოლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში შენატანით და სისტემაში 3 წელი დარჩებიან, ასევე შეიძლება მიენიჭოთ თურქეთის მოქალაქეობა. ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა.