თურნავა აზოტის მიერ ენერგოეფექტური სისტემის დანერგვას ენერგეტიკული რეფორმას უკავშირებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრის თქმით, „რუსთავის აზოტის“ მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„ჩვენ წელს გავხსენით ელექტროენერგიის ბაზარი და ისეთი მსხვლი მწარმოებლები, როგორიც არის „რუსთავის აზოტი“, გამოვიდნენ კონკურენტულ ბაზარზე, დაიწყეს ზურნვა ენერგოეფექტურობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე. ის ორთქლის რესურსი, რომელიც აქამდე ფუჭად იფრქვეოდა ატმოსფეროში, ახლა იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამის ხარჯზე საწარმო 20%-ით შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, დაზოგილი ფულადი რესურსით კი იმ 2 ათასი ადამიანის ხელფასებს გაზრდის, ვინც აქ არის დასაქმებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რუსთავის „აზოტის“ ტერიტორიაზე კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნა, რომელიც კომპანია „სიმენსის“ ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს.
კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა“ 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …