თსუ-მ ონლაინ სწავლების პოპულარიზაცია დაიწყო

თბილისი (BPI) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც სტუდენტებისთვის ონლაინ სწავლების პოპულარიზაცია დაიწყო.

ამ მიზნით თსუ-მ ონლაინ პლატფორმა – Lingwing-სთან მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, თსუ-ს სტუდენტებს უცხო ენის ონლაინ სწავლების კურსებზე სპეციალური ფასით სარგებლობას შეძლებენ. შეთავაზება ხელმისაწვდომია სტუდენტის პირად გვერდზე Lms.tsu.ge-ზე.

ეს არ არის პირველი ერთობლივი პროექტი, მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმოცდაათმა სტუდენტმა Lingwing-ის 2 კვირიანი დისტანციური კურსი გაიარა, სადაც 10 საუკეთესო მონაწილეს კომპანიამ საჩუქრად პრემიუმ პაკეტები გადასცა და ისინი სწავლას აგრძელებენ.

სტუდენტების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა Lingwing-ის სწავლების ხარისხსაც და მეთოდსაც, რადგან ონლაინ სწავლება იძლევა საშუალებას ჰქონდეთ წვდომა კურსებზე 24 საათის განმავლობაში, უნივერსიტეტსა თუ სახლში.

Lingwing არის უცხო ენების ინტერაქტიული სწავლების პლატფორმა. სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს და 6 უცხო ენის (ინგლისური, ესპანური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული) შესწავლა არის შესაძლებელი. ამჟამად პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 120 000 მომხმარებელი. ენების შესწავლა შესაძლებელია საიტის www.lingwing.com და მობილური აპლიკაციების მეშვეობით.
Android: https://goo.gl/GCkSIh
iOS: https://goo.gl/h40Bmt

შემთხვევითი სიახლე

CIU ბიზნესის ინსტიტუტმა ბიზნეს ინსაიდერის კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია მიიღო!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი – CIU ბიზნესის ინსტიტუტი …