თსუ-მ ონლაინ სწავლების პოპულარიზაცია დაიწყო

თბილისი (BPI) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც სტუდენტებისთვის ონლაინ სწავლების პოპულარიზაცია დაიწყო.

ამ მიზნით თსუ-მ ონლაინ პლატფორმა – Lingwing-სთან მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, თსუ-ს სტუდენტებს უცხო ენის ონლაინ სწავლების კურსებზე სპეციალური ფასით სარგებლობას შეძლებენ. შეთავაზება ხელმისაწვდომია სტუდენტის პირად გვერდზე Lms.tsu.ge-ზე.

ეს არ არის პირველი ერთობლივი პროექტი, მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმოცდაათმა სტუდენტმა Lingwing-ის 2 კვირიანი დისტანციური კურსი გაიარა, სადაც 10 საუკეთესო მონაწილეს კომპანიამ საჩუქრად პრემიუმ პაკეტები გადასცა და ისინი სწავლას აგრძელებენ.

სტუდენტების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა Lingwing-ის სწავლების ხარისხსაც და მეთოდსაც, რადგან ონლაინ სწავლება იძლევა საშუალებას ჰქონდეთ წვდომა კურსებზე 24 საათის განმავლობაში, უნივერსიტეტსა თუ სახლში.

Lingwing არის უცხო ენების ინტერაქტიული სწავლების პლატფორმა. სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს და 6 უცხო ენის (ინგლისური, ესპანური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული) შესწავლა არის შესაძლებელი. ამჟამად პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 120 000 მომხმარებელი. ენების შესწავლა შესაძლებელია საიტის www.lingwing.com და მობილური აპლიკაციების მეშვეობით.
Android: https://goo.gl/GCkSIh
iOS: https://goo.gl/h40Bmt

შემთხვევითი სიახლე

პროფესიული განათლების კუთხით სავაჭრო პალატა და შტუტგარტის სავაჭრო პალატის ექსპორტის აკადემია სამწლიან პროექტს იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატასა და შტუტგარტის სავაჭრო პალატის ექსპორტის აკადემიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებში …