თიბისის უზბეკური გეგმები – ზაფხულიდან სრულყოფილი საბანკო ლიცენზიით გააქტიურდება

თბილისი (BPI) –  TBC Bank – ი ანგარიშში უზბეკეთში ოპერირებაზე წერს. იანვარში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო და ზაფხულში გააქტიურდება.

პირველადი ფოკუსი, როგორც გაცხადებული იყო, ციფრულ არხებზეა, მათ შორის, ნეობანკზე – Space.

ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, გეგმავენ ძალების გაერთიანებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ პარტნიორთან. გეგმით გათვალისწინებულია მინიმუმ 51%-იანი წილის ფლობა.

მისივე თქმით, უკვე უზრუნველყვეს ინტერესი EBRD-სა და IFC– სგან და ასევე, მიაღწიეს შეთანხმებას ძირითად პირობებზე უზბეკ – ომანის საინვესტიციო კომპანიასთან.

მისივე ინფორმაციით, ყველა აქციონერის  საინვესტიციო პორტფელი $40 მილიონია. $12 მილიონი ლიცენზიის მოპოვებამდე და $28 მილიონი ლიზნეციის მოპოვების შემდგომ.

უზბეკეთის ბაზარზე ჯერ სამომხმარებლო სესხებს, ავტოსესხებს, დეპოზიტებს და მიმდინარე ანგარიშებს შესთავაზებენ, მოგვიანებით კი იპოთეკურ და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების სესხებს შესთავაზებენ.

TBC-ის 2019 წლის ანგარიშში Payme-ში $5.5 მილიონი დაბანდებაზეა აღნიშნული. TBC Bank-ის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე უზბეკეთის ბაზარზე შეძენილი გადახდის პლატფორმის Payme-ს მზარდ მაჩვენებლებს მიუთითებს. აღნიშნავს 2019-ში კომპანიის შემოსავლები 84%-ით 8.6 მილიონ ლარამდე გაზრდაზე, მაშინ როდესაც EBITDA-მ 4.5 მილიონ ლარს მიაღწია, წლიური ზრდით 76.9%.

კომპანიის ტრანზაციების რაოდენობა 24.5%-ითაა გაზრდილი (YoY), 40.1 მილიონამდე. Payme ამ ეტაპზე 1.772 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, მაშინ როდესაც TBC-ის მიერ მისი შეძენის მომენტში (04/19), პლატფორმას 1.3 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა. 51%-იანი წილის სანაცვლოდ TBC-მ პლატფორმაში 2019 წელს $5.5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ტრადიციულ სერვისებთან  (კომუნალური გადასახადები, სესხის გადახდები, კომერციული შენაძენები და ა.შ. Payme-ს ახალი აპლიკაცია Payme 2.0 შეიქმნა და გასული წლის ივლისში ბეტა ვერსია გაეშვა განახლებული ინტერფეისის დიზაინითა და ახალი შესაძლებლობებით.

უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  – სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …