თიბისი: “ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება ლახავს ბანკის რეპუტაციას”


თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და  საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.

თიბისი ბანკი ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციისმქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. თიბისი ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, თიბისი ბანკის მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის  რეპუტაციას.

სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3593 . ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ  მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …