თიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს

თიბისიმ სტარტაპერებისთვის ახალი ნაკრები შექმნა, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ სხვადასხვა საბანკო მომსახურება მხოლოდ ერთი საკომისიოს ნაცვლად მიიღონ. სტარტაპ ნაკრების ღირებულება თვეში 5 ლარია და მასში შედის:

  • მიმდინარე ანგარიში
  • VISA ბარათი (რომელიც მიბმულია ლარის მიმდინარე ანგარიშზე)
  • ამ ბარათის ბანკომატიდან დღიური გატანის ლიმიტი შეადგენს 20,000 ლარს
  • უფასო ინტერნეტბანკი და მობაილბანკი
  • დიჯიპას აპლიკაცია უფასოდ
  • უფასო SMS სერვისი
  • 5 კომუნალური გადახდა უფასოდ

სტარტაპ ნაკრების VISA ბარათის გამოყენებით მომავალი სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია Facebook-ის რეკლამაზე 10 %-იანი ქეშბექის მიღება. რეკლამაზე დახარჯული ჯამური თანხის 10 % ჩაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლოს ამავე ბარათზე. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტია 100$-ის ექვივალენტი.

ნაკრების გამოწერის შემთხვევაში სტარტაპერებს დამატებით  შეუძლიათ ისარგებლონ სამ თვიანი შეღავათით პოს ტერმინალისა და თიბისი ელ-კომერციის  ყოველთვიურ (შევსებად) საკომისიო გადასახადზე. ტერმინალით შეძლებენ მიიღონ ბარათით გადახდები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებლისთვის გადახდის გამოცდილებას. ხოლო საიტზე ელ-კომერციის მარტივად ინტეგრაციით, მომხმარებელს შესთავაზებთ ონლაინ შოპინგისას გადაიხადოს მისთვის სასურველი მეთოდით: ბარათით, მობაილ ბანკით, ქიუარით, Apple Pay-თ, ერთგული ქულებით, ონლაინ განვადებით.

თუ დაინტერესდი, ნაკრები შეგიძლია გამოიწერო აქედან: https://bit.ly/Startup-pack

სტარტაპ ნაკრები მთლიანად მორგებულია დამწყები ბიზნესების საჭიროებებზე.  მისი გამოყენება სტარტაპერებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ცხოვრებას და დროს დაუზოგავს. ეს არის საბანკო სერვისების ნაკრები, რომელშიც ბიზნესი იხდის მხოლოდ 5 ლარს და სარგებლობს ყველა იმ საბანკო სერვისით და პროდუქტით, რომელთა დამოუკიდებლად შეძენა  გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა.

„გვინდოდა ისეთი მომსახურება შეგვეთავაზებინა სტარტაპერებისათვის, რაც მათ რეალურად სჭირდებათ და რასაც ნამდვილად გამოიყენებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ერთი წლის წინ თიბისიმ ბარათების გამოწერის სერვისი პირველად შესთავაზა საზოგადოებას და ის მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა არსებობდეს ასეთივე ნაკრები დამწყები ბიზნესებისთვის, რომელში ისეთი საბანკო მომსახურებები შევა, რაც მათ საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს,“ – სოფო კახიძე, ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.

პროგრამა სტარტაპერი უკვე 5 წელია არსებობს და ის სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია საქართველოში. სტარტაპერი პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სპეციალურ შეთავაზებებს და მედია მხარდაჭერას.

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …