თიბისი მომხმარებელს ფულადი გზავნილების აქციას სთავაზობს

თბილისი (BPI) – თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. კამპანია 1 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა ფულადი გზავნილი თიბისიში დისტანციურად ან ფილიალში მისვლით უნდა გაანაღდოს.

მომხმარებლებს, რომლებიც სწრაფ გზავნილს დისტანციურად გაანაღდებენ (ინტერნეტბანკის, ვებგვერდის -www. Tbcgzavnili.ge-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) – 5 000 ლარის მოგების შანსი აქვთ. ხოლო მას, ვინც გზავნილს თიბისის რომელიმე ფილიალში მიიღებს, შესაძლებლობა აქვს 500 ლარამდე თანხით დასაჩუქრდეს.

ფულადი გზავნილების კამპანიის ფარგლებში, ფულად პრიზს თიბისის 3000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს. გამარჯვებულები ყოველ პარასკევს გამოვლინდებიან და საჩუქრის შესახებ ინფორმაციას SMS შეტყობინებით მიიღებენ.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

 

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთიმ, საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის” მასშტაბური სოციალური პროექტები წარადგინა

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships …