თიბისი ლიზინგმა საფონდო ბირჟაზე ₾58.4 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა

თიბისი ლიზინგმა 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე განათავსა, ეს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა საქართველოში.

განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ობლიგაციებში ინვესტირება ქართულმა კომერციულმა ბანკებმა განახორციელეს. კომპანია მომავალში ღირებულების 70 მლნ-მდე გაზრდას გეგმავს.

თიბისი ლიზინგმა მოახერხა არსებული ვალდებულებების გახანგრძლივება 18 თვიდან 36 თვემდე. ფასიანი ქაღალდის პროცენტი ცვლადია, თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან განაკვეთს დამატებული 3.25%.

ემისია იმითაც არის გამორჩეული, რომ ობლიგაციები უზრუნველყოფილია თიბისი ლიზინგის პორტფელით და ამ მხრივ ინვესტორი უფრო დაცულია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ინვესტიციის განხორციელება ლიკვიდურ ფასიან ქაღალდში ინვესტორებს მოქნილობას ანიჭებს და მათ საკუთარი პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

თიბისი ლიზინგის მიერ ობლიგაციების გამოსყიდვა 2023 წლის მარტში მოხდება. კომპანიას ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება გამოშვებიდან 1 წლის შემდეგ აქვს.

ეროვნულმა ბანკმა ემისიის პროსპექტი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თაობაზე 17 მარტს დაამტკიცა, ხოლო განთავსება 20 მარტს განხორციელდა. ტრანზაქცია საქართველოში კოვიდ-19-ის ადრეული გავრცელების პარალელურად დაიხურა, რაც ინვესტორებისა და ეროვნული ბანკის მიერ ოპერატიულად შესრულებული სამუშაოს შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, სებ-ის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს – ლიბერთი ბანკი

სს ლიბერთი ბანკი ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს, – აღნიშნულია …