თიბისი კაპიტალმა თეგეტას 30 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა

თბილისი (bpi)- ავტოდილერის ₾30,000,000 -ის ემისია 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა. განთავსდა საჯარო ემისიის გზით. ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი). ასევე დაილისტება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილი EBRD-მა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ის მე-3 ინვესტიცია.

„თეგეტა მოტორსი“ ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პირველი კომპანია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო BB- რეიტინგის მიღება, სტაბილური პერსპექტივით (Scope Ratings). მსგავს რეიტინგს სულ რამდენიმე კომპანია ფლობს, ხოლო საავტომობილო სფეროსთვის ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა მთელს რეგიონში. ემისიით პირველად გავედით ღია ფინანსურ ბაზარზე, რამაც ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივა გაგვიხსნა მადლობა “თიბისი კაპიტალსა” და “ბიელსის” წარმატებული თანამშრომლობისთვის” – აღნიშნა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

ობლიგაციები განაკვეთია 10.75%. სებ-ის რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული 6.5%+4.25%. ნომინალი – ₾1 000

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …