თიბისი იპოთეკურ სესხზე აქციას იწყებს

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკი აქციას – „დაბინავდი“ იწყებს და მომხმარებელს იპოთეკურ სესხზე გამოუჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

შეთავაზების ფარგლებში, იპოთეკური სესხის 2 წლიანი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში 6.99%-დან იწყება. კლიენტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი – 8,59%-დან დაიწყება.

აღნიშნული დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით სარგებლობა ყველა იმ ფიზიკურ პირს შეუძლია, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ ფართს და ვის სახელზეც აღნიშნული დანიშნულების უძრავი ქონება არ ფიქსირდება. შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციული დანიშნულების ფართის მფლობელ პირზე, ასევე თანამსესხებელზე.

შეთავაზებით სარგებლობა 2019 წლის 28 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …