თიბისი ბანკმა 34 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკმა $34 მლნ-ის საკრედიტო რესურსი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიიზიდა. თანხები ბანკის კლიენტების მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

“ევროპის საინვესტიციო ბანკთან მრავალი წლის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმატებით განვაგრძობთ პარტნიორობას EIB-სთან. აღნიშნული საკრედიტო რესურსით კიდევ უფრო გაძლიერა თიბისის პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარზე. ჩვენი კლიენტები მიიღებენ შესაძლებლობას გაზარდონ თავიანთი ბიზნეს აქტივობები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში,“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და წარმოადგენს ერთადერთ ბანკს, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი  გრძელვადიან   ფინანსებს ხდის ხელმისაწვდომს და  ხელს უწყობს  ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს. EIB მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების მიზნით.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …