თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი – ISO 14001:2015 მიიღო

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი, ISO 14001:2015 მიიღო. ეს აღიარება ადასტურებს, რომ თიბისის გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად იმართება. სერტიფიკატის მიღებამდე, თიბისიმ მასერტიფიცირებელი აუდიტის რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა.

ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ყველაზე აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. აღნიშნული სტანდარტი შეიქმნა კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ, ან ირიბ გავლენას ახდენს გარემოზე. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიცირება მოხალისეობრივი, არასავალდებულო გეგმაა, რომლის დახმარებითაც, ორგანიზაცია მუდმივად აუმჯობესებს თავის გარემოსდაცვით საქმიანობასა და მაჩვენებლებს.

„გვეამაყება, რომ თიბისი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელმაც გამოწვევებით სავსე რეალობის პარალელურად, სერტიფიცირების აუდიტის პროცესი დისტანციურად გაიარა და წარმატებით გაართვა თავი. ეს აღიარება იმის დასტურია, რომ ყველა ის პროცესი, რომლითაც თიბისი პირდაპირ, თუ ირიბად ზემოქმედებს გარემოზე, საერთაშორისო სტანდარტების და პროტოკოლის შესაბამისია. ISO 14001-ის სერტიფიკატი არა მხოლოდ მიღწევა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა ჩვენთვის, რადგან არსებული მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, მუდმივად შესაბამისობაში ვიყოთ საერთაშორისო მოთხოვნებთან“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

სერტიფიცირების აუდიტის პირველ ეტაპზე, თიბისის სხვადასხვა მიმართულებისა და განყოფილების დოკუმენტაცია შემოწმდა, მომდევნო ეტაპზე კი – გაწერილი პოლიტიკისა და პროცედურების პრაქტიკაში განხორციელების პროცესი და ეფექტურობა. სწორედ ამ ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ მიენიჭა თიბისის ISO სერტიფიკატი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …