თიბისის მობაილბანკს ხმოვანი ასისტენტი დაემატა

თბილისი (BPI) – თანხები ინოვაციური ფუნქციის – პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი გამოყენებით გადაირიცხება.

ამისთვის საჭიროა, მომხმარებელმა შესაბამის სიმბოლოს, უთხრას რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა სურს და თანხა გადაირიცხება. (მაგალითად: გადარიცხე გიორგისთან 800 ლარი).

ინოვაცია ბანკმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით  მომუშავე ქართულ კომპანიასთან Pulsar AI ერთად შექმნა. ციფრული არხების განვითარება თიბისის სტრატეგიული მიმართულებაა.

ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის დამატებით თიბისი დგება მსოფლიოს მოწინავე ბანკების გვერდით (Bank of America. Wells fargo, Ally)

ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის გამოყენების გარდა, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია:

  • ერთი აპლიკაციის გამოყენებით შევიდეს როგორც იურიდიული პირის, ასევე ფიზიკური პირის მობაილ ბანკში. („სხვა მომხმარერბლის” ფუნქციის გამოყენებით)
  •  ნახოს ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების და გააკეთოს ამონაწერი
  • გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებზე და სხვასთან
  • გადარიცხოს თანხა კომპანიის ანგარიშებზე, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში
  • შეავსოს მობილურის ბალანსი, კომუნალური, საბიუჯეტო გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა;
  • შექმნას გადარიცხვის შაბლონები;
  • მართოს დეპოზიტები და სესხები;
  • ნახოს დახარისხებული შემოსავლები და ხარჯები;
  • შეამოწმოს ვალუტის კურსები და დააკონვერტიროს თანხა;
  • იპოვოს თიბისი ბანკის უახლოესი ფილიალი ან/და ბანკომატი

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …