თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ლიცენზია მოიპოვა

თბილისი (BPI) – უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა TBC Bank Group PLC-ის საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიანიჭა.

თიბისი ბანკმა წინასწარი ლიცენზია იანვარში მოიპოვა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიას უზბეკეთის მარეგულირებლის საქმიანობისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა.

ლიცენზიის მოპოვებით თიბისი ბანკი გახდა მეორე უცხოური ბანკი უზბეკეთში, რომელიც ქვეყნის ბაზარზე უზბეკეთში რეფორმების განხორციელების შემდეგ შევიდა. პირველი უცხოური ბანკი უზბეკეთში Tenge Bank-ია, ის ბაზარზე 2019 წლის მაისში გამოჩნდა.

თიბისი იტყობინებოდა, რომ ლიცენზიის მიღების შემდეგ საქმიანობას ტაშკენტში დაიწყებდა, შემდეგ კი რეგიონებშიც გავიდოდა. წლის ბოლოსთვის დაახლოებით 20-მდე ფილიალის გახსნაა დაგეგმილი.

პირველ ეტაპზე თიბისი 20-30 მლნ დოლარის ინვესტოირებას გეგმავს.

ბანკი არ იქნება ორიენტირებული კორპორაციულ სეგმენტზე, ფოკუსირდება საცალო ვაჭრობაზე, ასეცე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …