თიბისიმ მე-13 ჯაზ-ფესტივალის მონაწილენი წარადგინა

თბილისი (BPI) – თიბისი სტატუსმა  შავი ზღვის მე-13  ჯაზ ფესტივალი წარადგინა (18-20 ივლისი), მონაწილეობენ: კორი ჰენრი, ჯგუფი მოკუმოკუ, ემპ ფიდლერი , ინკოგნიტო. ბათუმის ჩოგბურთის კლუბში პირველ კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი – ფანკ აპოსტილი გამართავს.

19 ივლისს MOKUMOKU -ს შემდეგ, სცენას ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი – ემპ ფიდლერი დაიკავებს, სპეციალური სტუმრით ( Drummer From Detroit) ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი – ინკოგნიტო დახურავს. ოფიციალური დიჯეია – Dj-Machaidze.

ბილეთები 3 ივნისიდან ონლაინ TKT.GE-ზე გაიყიდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლისთვის 20% ქეშბექი მოქმედებს.

ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისადა სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

მოკუმოკუ 2014 წელს თბილისში დაარსებული ბენდია (ჰიპ-ჰოპი, ჯაზი, ფანკი), 3 ალბომით  Blues Build The Temple (2015 წ.) Black Heaven (2017 წ.) Chicago Marinade (2019 წ.) და რამდენიმე სინგლი, მათ შორის: Sugar Glider, Hako is Alive and She Is 59 და Filip. მე-4 სტუდიურ ალბომზე მუშაობს -Feast. ჯგუფის შემადგენლობა: ტატო რუსია – MC, ჯონდო ჯაფარიძე – MC, Turntables,  ცოტნე გოგიტიძე – გიტარა, მიშო ელიავა – კლავიში, სანდრო მაისურაძე – ბას-გიტარა, ბაჩო ხოხიაშვილი – დრამი; დიმიტრი ლეკვეიშვილი – საქსაფონი (ტენორი და ნაზი ჭავჭანიძე – პერკუსია კემო – საყვირი.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …