თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტს კომპანია „ატელიე არქიტექტი“ შეიმუშავებს

თბილისი (BPI) – თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსში კომპანიამ „ატელიე არქიტექტი“ გაიმარჯვა, რომელმაც პარკის რეაბილიტაციის პროექტი ოთხი თვის ვადაში უნდა წარადგინოს.

ტერიტორიის სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმითაა გათვალისწინებული.

„ხევი მოიცავს, დაახლოებით, 23 ჰა ტერიტორიას და დარწმუნებული ვარ, ამ ადგილზე ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც კი გვექნება დასრულებული პროექტი,   მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოებს კი კომპანიის შერჩევისთანავე დავიწყებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობისას ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნდება.

ამასთან, კახა კალაძე დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის  პროექტსაც  შეეხო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანია უკვე რამდენიმე დღეში გამოვლინდება  და ახალი  საქალაქო პარკის მშენებლობაც უახლოეს დღეებში დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …