ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ელექტროენერგიის განაწილების და გასაღების საქმიანობა გაიმიჯნა, 2021 წლის 1 ივლისიდან „თელასი“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია გახდა.
სს „თელასი“-ს საქმიანობა მოიცავს: ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას; თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მომსახურებას, ექსპლუატაციას, რეკონსტრუქციას, მოდერნიზებას და გაფართოებას ელექტროენერგეტიკული სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. კომპანია ახორციელებს ელექტროენერგიის სატრანზიტო მომსახურებას, აბონენტთა ტექნიკურ მომსახურებას, თბილისში წყალმომარაგების და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირებას.
მომხმარებელს შეუძლია მიმართოს „თელასს“ შემდეგ საკითხებზე:
- გამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთება;
- ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის კვაძის მონტაჟი, ექსპლუატაცია, მრიცხველის ჩვენება;
- გამანაწილებელ ქსელში ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა;
- ინფორმაციის მიღება ელექტროენერგიის გეგმური და არაგეგმური გათიშვების შესახებ;
- ინფორმაციის მიღება წყალმომარაგების და დასუფთავების დავალიანების შესახებ.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) და ვებ-გვერდის (www.telasi.ge) მეშვეობით.
ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.
ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.