თბილისში ზონალური და საათობრივი პარკირება ივლისიდან ამოქმედდება

თბილისი (BPI) – თბილისში 1 ივლისიდან ზონალური და საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

კახა კალაძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში აკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადაუგზავნის ზონალურ-საათობრივი პარკირების წესებს და პირველ ეტაპზე წესები რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება.

ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური დიფერენცირებული იქნება ზონების მიხედვით და საათობრივად განისაზღვრება.

პირველ ეტაპზე წესი კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას. ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …