თბილისში ბასლეინებსა და ველობილიკებზე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება

თბილისი (BPI) – თბილისში ბასლეინებსა და ველობილიკებზე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება.

ჭკვიან კამერების შესაძენა-დაყენებაზე მერია 4 მლნ ლარს გამოყოფს, ამ მიზნით ტენდერი გამოცხადდება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საკიტხი შეთანხმებულია შსს-სთან.

მერი იმედოვნებს, რომ ე.წ. ჭკვიანი კამერების დაყენება დარღვევებს გამოავლენს და თბილისში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

“ვცდილობთ, ევროპული სტანდარტი მაქსიმალურად გამოვიყენოთ დედაქალაქის ქუჩებში. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. ქალაქში არის სერიოზული პრობლემა საცობების თვალსაზრისით და ზუსტად ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, მოგვარდეს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …