თბილისს ივლისიდან 3D რუკა ექნება

თბილისი (BPI) – დედაქალაქს უახლოეს მომავალში 3D რუკა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა პირველი მარტიდან დაიწყო.

საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით, ივლისში ჩაბარდება. მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახური თავის საქმიანობაში გამოიყენებს. 3D რუკა სხვადასხვა პარამეტრის გაზომვის შესაძლებლობას იძლევა.

მერის თქმით, 3D რუკის მონაცემები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე -maps.tbilisi.gov.ge.

“გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა. ჯამში, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიონი ლარი იქნება. გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განახლება-მოწესრიგება და განსაკუთრებით 3D ფორმატი, სადაც მომხმარებელს ყველაფრის ნახვა შეეძლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …