თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება

თბილისი (BPI) – თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა უზბეკეთის მხარესთან დეტალებზე იმსაჯელა. შეთანხმებისამებრ სამომავლოდ ავიარეისების დანიშვნაზე კონსულტაციები კომპეტენტურ უწყებებს შორის გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიარეისები ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ განხორციელებულა.

უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია, რომ საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული. გამოითქვა სურვილი განვითარდეს თანამშრომლობა მრეწველობის და ვაჭრობის სფეროებში, ასევე, უზბეკეთის მთავრობა დაინტერესებულია ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …