თბილისსა და ვორონეჟს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება

თბილისი (BPI) – თბილისსა და ვორონეჟს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება. მარშრუტზე ოპერირებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი აპრილიდან დაიწყებს.

ვორონეჟიდან საქართველოსა და კიდევ რამდენიმე მიმართულებით ფრენების დაწყების საკითხზე ვორონეჟში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე იმსჯელეს.

წინასწარი ინფორმაციით, Georgian Airways-ი თბილისი-ვორონეჟის მარშრუტზე ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, განახორციელებს.

როგორც რუსული მედია წერს, ამ დროისათვის ავიარეისების დაწყების ზუსტი თარიღი, დრო და ავიაბილეთების ფასი უცნობია და მოგვიანებით დაზუსტდება.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …