თბილისის საერთაშორისო აეროპორტში illy Caffe იხსნება

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში illy Caffe იხსნება.

“illy Caffe-ს ახალი ფილიალი მალე, თბილისის აეროპორტში შეძლებს ხავერდოვანი გემოთი თქვენს განებივრებას.

სანამ საინტერესო თავგადასავლებისკენ გაეშურებით, ჩვენ გამორჩეული ყავისა და კერძების მენიუთი ვიზრუნებთ თქვენთვის შესაბამისი განწყობის შექმნაზე”, აღნიშნულია illy Caffe-ს Facebook-ის გვერდზე.

ცნობისათვის, illy Caffè-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

მიზანი ამბიციურია, რადგან ამ პროცესში მნიშვნელოვანია კომპანიის კულტურის, გამოცდილებისა და ტექნიკების მაქსიმალურად შენარჩუნება. სრულყოფილების მუდმივი ძიება კი არის ის, რაც illy Caffe-ს მომსახურებას დღითიდღე განსაკუთრებულს ხდის.

დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია. ამ ეტაპზე თბილისში illy Caffe-ს ერთი ფილიალია, წლის ბოლომდე კი კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა იგეგმება.

კაფეში illy-ს 30-მდე განსხვავებული რეცეპტის მქონე ყავის დაგემოვნება შეგიძლიათ სხვადასხვა კერძისა და დესერტის თანხლებით.

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …