თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.

თბილისის მერის  თქმით, დამატებით 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვის მიზანია,  თითოეულ ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს და მოცდის ინტერვალი შემცირდეს.

თბილისის მერის განცხადებით, დამატებითი ავტობუსების შეძენა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …