თბილისის დროშა და გერბი იცვლება

თბილისი (BPI) – თბილისის დროშა და გერბი იცვლება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ განუცხადა.

ჩხეიძის განმარტებით, დედაქალაქის დღეს არსებული დროშა და გერბი ჰერალდიკურ კანონიკაში არ ჯდება.

„მერია და საკრებულო მუშაობს ახალი გერბის და დროშის შექმნაზე. კომისია შემდგარია და პროცესიც დაწყებულია. ემირ ბურჯანაძის შესრულებული ემბლემა დარჩება, მაგრამ გაიმართება გერბი და დროშა. ერთ-ერთი მთავარი ჰერალდიკური წესია, როდესაც თეთრ ველზე, ვერცხლის ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლო, ეს კანონიკის სრული დარღვევაა. ერთადერთი გამონაკლისია ქრისტეს იერუსალიმის ჯვრის სიმბოლიკა. თანამედროვე მსოფლიო იცავს ამ კანონიკას, რომ თეთრის და ოქროს შეხება ერთმანეთთან სრულიად მიუღებელია. დედაქალაქის დროშაზე პირდაპირ ეს არის დატანილი. ამიტომ ბევრისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გვაქვს ასეთი დროშა, მაგრამ 1989 წელს, როდესაც ეს დროშა შეიქმნა, დიდი მიღწევა იყო იმ დროისთვის, რადგან მასზე გამოსახულია ჯვარი. საბჭოთა დროს ჯვარგამოსახული დროშა დიდი მიღწევა იყო, თუმცა, დღეს ეს კანონიკაში არ ჯდება“, – განაცხადა ჩხეიძემ.

წყარო: ipn.ge

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …