თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ივან ბლასთან 2 შეხვედრა ჩატარდა

თბილისი (BPI) – თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თბილისს „მის ვან დერ როეს“ ფონდის პროგრამებისა და ჯილდოების კურატორი – ივან ბლასი ეწვია.

ივან ბლასთან დახურული შეხვედრა თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ჩატარდა, მეორე დღეს კი ყველა მსურველს ჰქონდა დასწრების შესაძლებლობა.

ლუდვიგ მის ვან დერ როე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არქიტექტორი იყო, რომლის სახელობის ფონდიც ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო რამდენიმე წელია სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში (European Union Prize for Contemporary Architecture – Mies van der Rohe Award). პრემია ორ წელიწადში ერთხელ ევროპულ თანამედროვე, საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებს გადაეცემა. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე არქიტექტურის განვითარებას. ბოლო რამდენიმე წელია კონკურსში საქართველოც მონაწილეობს, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისათვის.

ორივე შეხვედრაზე ივან ბლასმა ისაუბრა ფონდის საქმიანობისა და პრიზის შესახებ – “მის ვან დერ როეს ჯილდო – ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში“; ასევე, პრიზზე წარდგენილი ქართული და უცხოური არქიტექტურული ბიუროების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს 2019 წლის გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა – ფრედერიკ დრუომ და პრიზზე თავის დროზე წარდგენილმა ქართველმა არქიტექტორებმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …