თბილისის აეროპორტის გზის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება

თბილისი (BPI) – კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის – ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ევროპის ქუჩა საქართველოში ჩამომსვლელ ვიზიტორებს თბილისზე პირველ შთაბეჭდილებას უქმნის, შესაბამისად, მისი მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია.

“სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება“,- განაცხადა ქალაქის მერმა.  

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად, გადაიკეტა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი ერთი თვის განმავლობაში და საპირისპირო მიმართულება დროებით ორმხრივი გახდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი ასევე, 30 დღით  გადაერთვება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალი გზის ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები. 40 000 მ2 სიგრძეზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა 80 კალენდარულ დღეს შეადგენს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე დაახლოებით, 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …