ზურაბ აზარაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის თურქულ მოდელს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნაზე ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოშიც, სადაც ქართველი პაციენტების თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის საკითხებს განიხილავენ.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …