“ზარაფხანას” ახალი მესაკუთრე ჰყავს

კომპანია “ზარაფხანას” ახალი მესაკუთრე ჰყავს – ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ნაყოფიამ გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში განაცხადა. “ზარახფანას” 100%-იანი წილის მესაკუთრე “ნიუ ვიენ უნივერსიტეტი” გახდა.

ნიკოლოზ ნაყოფიას განცხადებით, “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” “ზარაფხანას” განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას შეძლებს. ამასთან, ნიკოლოზ ნაყოფიას განმარტებით, “ზარაფხანას” როგორც კომპანიას გააჩნდა ისტორიული ვალდებულებები და ის ფაქტობრივად პრობლემურ აქტივს წარმოადგენდა, თუმცა მათი მენეჯმენტის პირობებში “ზარაფხანა” საინვესტიციოდ საინტერესო კომპანიად გარდაიქმნა.

რეალურად ეს იყო პრობლემური აქტივი ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავად კომპანია და მასთან არსებული ქარხნის ტერიტორია. ჩვენი მენეჯმენტის მიღწევაა, რომ ზარაფხანა მივიყვანეთ იმ დონემდე, რომ მასში უკვე შემოვიდა ახალი ინვესტორი და მას შეუძლია უკვე სხვა დონეზე აიყვანოს ეს კომპანია და კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული გახადოს.

ზარაფხანაში შემოვიდა ახალი პარტნიორი, ეს არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. ეს გახლავთ საუნივერსიტეტო აიპი, საკმაოდ კარგი ხელმძღვანელით და გუნდით შემოვიდნენ. დავით კერესელიძეზეა საუბარი. სხვადასხვა ოფერები გვქონდა ერთმანეთის მიმართ, საუბარი თავდაპირველად ტერიტორიის გაყიდვით დაიწყო, საბოლოო ჯამში ისე გადაწყდა, რომ ის გახდებოდა უკვე გახდებოდა 100%-იანი მეწილე. მე ვამაყობ და მიხარია, რომ ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი და ყველაზე რთულ პერიოდში ვმუშაობდი ამ კომპანიაში.

ზარაფხანას თანამშრომლები, მენეჯერები და ქარხნის საოპერაციო დეპარტამენტი აგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას.

ჩემი ოცნება იყო, რომ ახალი ქარხანა აშენებულიყო. შეიძლება ახალი ქარხანა არ აშენდეს, მაგრამ მოხდება არსებულის სრული რესტავრაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ახალი დანადგარების შეძენა. რაც მთავარია კომპანიას შეუძლია წინ იაროს.

რაც შეეხება გარიგების ღირებულებას, ამაზე ვერ ვისაუბრებთ, ესაა დახურული ინფორმაცია.

კომპანიას პრობლემები ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს იყო სხვადსახვა საგადასახადო დავალიანებები, ეს იყო ვალდებულებები სხვადასხვა პირებს შორის და ასე შემდეგ. ამ ვალებს კომპანია დროთა განმავლობაში ისტუმრებდა, მაგრამ ქარხანასაც ჰქონდა მოცულობის პრობლემები, რომ რაოდენობრივად წარმოებულიყო პროდუქტები.

კონკურენცია იყო როგორც ადგილობრივი ოქროს ბირჟის მხრიდან, ასევე იმპორტირებული ნაწარმიც. წლების განმავლობაში ჩვენ კეთილსინდისიერად ვმუშაობდით ვალების შემცირების მიმართულებით. ვიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა კომპანია გამხდარიყო არაპრობლემური აქტივი,”- განაცხადა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

 

წყარო: https://bm.ge/ka

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …