ვორონეჟი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების დანიშვნა იგეგმება

თბილისი (BPI) – რუსეთის ქალაქ ვორონეჟიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების დანიშვნა იგეგმება. ვორონეჟი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის დაწყება ვორონეჟის აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ბელევიჩმა დაანონსა.

ბელევიჩს ავიაკომპანია, რომელმაც შესაძლოა აღნიშნულ მიმართულებაზე განახორციელოს ოპერირება, არ დაუსახელებია.

გარდა თბილისისა, მიმდინარე წელს ვორონეჟიდან პირდაპირი ავიარეისები დაიწყება ბაქოს, დუშანბესა და აქთუს მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …