ვინ დააპროექტებს სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

თბილისი (BPI) – სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„სამგორი-ლილოს მიმართულებით პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული და უახლოეს დღეებში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა გვეცოდინება. ამის შემდეგ დაიწყება პროექტზე მუშაობა, წლის ბოლოსთვის სრული პროექტი მზად უნდა იყოს, რაზეც სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …