თბილისი (BPI) – თიბისის აქციონერებმა დირექტორატის დაფინანსება შეამცირეს. 2018 წლის ანგარიშით, 8-წევრიანი დირექტორთა საბჭოს სახელფასო ფონდი 2017 წელს – 42.8 მლნ-ით განისაზღვრებოდა და 2018 – 36.7 მლნ-ით. ტოპ -მენეჯერებისთვის საქართველოს ბანკს ანაზღაურება არ შეუმცირებია. წლიური ანგარიშით, 9.7 მლნ-ით გაზარდა.
ლიბერთი ბანკს საბჭოში დირექტორების დამატება მოუწია და 7-დან 10-მდე გაზარდა. ანაზღაურება კი 0.5 მლნ-ითაა დაკლებული.
ყველაზე სოლიდური სარგო საქართველოს ბანკის 8 მენეჯერს ერგო. ყველაზე გულუხვი ვითიბია 2-ჯერ აქვს ფონდი გაზრდილი. მენეჯმენტი რუსული ბანკის შვილობილის 1 მლრდ-ის აქტივს მართავს.
| ბანკი | 2018 (₾) | 2017 (₾) | |
| თიბისი ბანკი | 36 669 242 | 42 756 908 | |
| საქართველოს ბანკი | 39 231 071 | 29 559 110 | |
| ლიბერთი ბანკი | 8 957 525 | 9 423 979 | |
| ვითიბი ბანკი | 7 432 703 | 3 372 360 | |
| ბაზისბანკი | 3 593 204 | 2 262 760 | |
| ტერაბანკი | 1 948 003 | 1 802 963 | |
| პაშა ბანკი საქართველო | 1 494 911 | 1 433 359 | |
| ხალიკ ბანკი საქართველო | 1 210 734 | 1 170 901 | |
| კრედო ბანკი | 1 421 781 | 1 148 910 | |
| ფინკა ბანკი საქართველო | 969 315 | ||
| აზერბაჯანის ბანკი | 857 543 | ||
| იშ ბანკი საქართველო | 848 266 | ||
| ქართუ ბანკი | 937 656 | 644 908 | |
| პროკრედიტ ბანკი | 1 069 447 | 612 198 | |
| სილქ როუდ ბანკი | 367 260 | 369 649 | |
| ზირაათ ბანკი საქართველო | 287 256 | ||
| სულ (დაუზუსტებელი) | 105 000 000 | 97 520 385 | 
Business Political Insights BPI.GE