ვითიბი ბანკმა, 31 დეკემბრისთვის, კაპიტალის ბუფერები სრულად აღადგინა

ვითიბი ბანკმა, 31 დეკემბრისთვის, სრულად აღადგინა კაპიტალის ბუფერები და, დღეისთვის, ბანკი იცავს სებ-ის მიერ დაწესებული კაპიტალის ნორმატივებს.
სებ-ის მიერ, COVID 19-ის შედეგად, დაწესებული კაპიტალის შეღავათების აღდგენის ვადა, კომერციული ბანკებისთვის, 2023 წლის ბოლომდე იყო განსაზღვრული.
წლის ბოლოს, ვითიბი ბანკმა, მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს, შეღავათების გაუქმების თაობაზე, რის შემდგომაც, მოთხოვნების აღდგენისთანავე, ბანკს მოეხსნა ზემოხსენებულ შეღავათებთან დაკავშირებული შეზღუდვები, რაც გულისხმობს კაპიტალის განაწილების (მათ შორის დივიდენდის გაცემის) შეზღუდვის მოხსნას.

ყოველივე ეს განაპირობა ვითიბი ბანკის აქციონერის მხრიდან დამატებითმა კაპიტალიზაციამ, ბანკის ფინანსურმა შედეგებმა და გაუმჯობესებულმა მაკროეკონომიკურმა მოლოდინებმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 11 თვის შედეგების მიხედვით,ვითიბი ბანკი 2.1 მლრდ. ლარის აქტივებით, 1.8 მლრდ. ლარის ვალდებულებებითა და 330 მლნ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით, საქართველოს საბანკო სისტემაში მე-4 ადგილს იკავებს. ამასთან, დეკემბრის ბოლოს, აქციონერისგან მიღებული პირველადი და მეორადი კაპიტალის დამატებითი ინსტრუმენტების შედეგად, ბანკის საზედამხედველო კაპიტალი 100 მლნ. ლარამდე გაიზარდა და კაპიტალიზაციის დონით ტოპ-3 ბანკების რეიტინგში შედის, რაც ბანკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …