“ვითიბი” აქციაში მხოლოდ შემოსავლიანებს რთავს

თბილისი (BPI) – “ვითიბი ბანკმა” სამომხმარებლო სესხეებზე აქცია დაიწყო. უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე გასცემს, თავდების უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე. მაქსიმალური ვადა 4 წელია

წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან იწყება, ეფექტური 12,8%-დან განისაზღვრება (6 თვიანი სესხის) 4-წლიანზე 13.5%-ის ფარგლებში (ეფექტური 17%). სესხს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი აქვს. გადახდა დაიწყება სამი თვის შემდეგ და გადაუხდელი პროცენტები დარჩენილ პერიოდზე გადანაწილდება.

როგორც იცით, იანვრიდან შემოსავლების დაუდაასტურებლად დაკრედიტება შეიზღუდა. შესაბამისად ვისაც არ უდასტურდება ან არასაკმარისი აქვს, განაცხადისგან თავი შეიკავოს, აწონდაწონოს რადგა ყოველი დაუარება. მის საკრედიტო ქულებზე მოქმედებს და შესაბამისად შემდეგ ჯერზე სესხის მიღების მცდელობისას აისახება.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …