ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად – საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან

თბილისი (BPI) – დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს.

მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და  პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,  ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა  და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო  პროექტი წარუდგინა.

საბანკო სერვისებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვა, რაც იმას ნიშნავს:

მომსახურებები,  რომელთა მისაღებად ფილიალში ვიზიტი იყო საჭირო  –  პროკრედიტ ბანკში უკვე დისტანციურად  სრულდება.

ონლაინ რეჟიმში, ბანკში მიუსვლელად არის შესაძლელებია ანგარიშის გახსნა   და ამ  პროცესს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, დისტანცია დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებისთვის. აქტიური პასპორტისა ან ID ბარათით, ისინი ონლაინ გახსნიან ანგარიშს და დაირეგისტრირებენ სასურველ პროდუქტებს.

ამ უკონკურენტო შესაძლებლობებს  არსებულ და ახალ კლიენტებს, ბანკი ვიდეო იდენტფიიკაციის სერვისით სთავაზობს.

ვიდეო იდენტიფიკაცია ბანკის ონლაინ ფილიალთან ვიდეო კავშირით იდენტიფიკაციის პროცესის გავლას  და საჭირო საბანკო მომსახურების მიღებას გულისხმობს.

ვიდეო ზარის წამოსაწყებად რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო:

 

  • გადმოტვირთეთ აპლიკაცია myDIRECT (ანდროიდიდან ან აიოსიდა)
  • შეავსეთ განაცხადი
  • შეარჩიეთ მყუდრო ადგილი სახლში და კომფორტულად განთავსდით
  • თან იქონიეთ პირადობის მოწმობა/პასპორტიდა მობილური ტელეფონი.
  • პროცესის შეუფერხებლად გასავლელად, დარწმუნდით რომ გაქვთ ინტერნეტ კავშირი.

დღეს ონლაინ კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

იყავი დაირექთი, ისარგებლე დისტანციური საბანკო მოდელით!

 

შემთხვევითი სიახლე

ეროვნულმა ბანკმა ლიბერთის გამორჩეული თანამშრომელი – მანანა აკობია დააჯილდოვა

დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული …