ვახტანგ ბუცხრიკიძე: უზბეკეთის ბაზარზე შესვლა თიბისის ისტორიის ახალი თავია

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი თიბისის უზბეკეთის ბაზარზე ოპერირების დაწყებას ეხმიანება.

ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუნდმა ძალისხმევის შედეგად მოიპოვა ლიცენზია უზბეკეთში საბანკო ოპერაციების დასაწყებად.

“მადლობა მინდა გადავუხადო უზბეკეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის თიბისი ბანკის ჯგუფის ისტორიის ახალი თავი და მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის რეგიონში შემდგომი განვითარებისთვის,“  – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

თიბისიმ საბანკო საქმიანობის ლიცენზია უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან უკვე მიიღო და ოპერირებას 2020 წლის ივნისიდან აანონსებს.

პირველ ეტაპზე თიბისი უზბეკეთის მოსახლეობას შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს:

  • მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები გახსნა;
  • სახელფასო და ავტოსესხები;
  • ბარათები, მობილური აპლიკაცია და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მათ შორის, P2P ოპერაციები, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადასახადები.

პარალელურად თიბისი ჯგუფი აქტიურად  მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ 2 მილიონამდე  აქტიური მომხმარებლით. Payme აქტიურად ითანამშრომლებს თიბისი ბანკთან უზბეკეთში.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …