ვაჭრობის კუთხით, 2021 წელი იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში და ეს დადებითი ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, 2021 წელი, ვაჭრობის კუთხით, იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში და მნიშვნელოვანია, რომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის იანვარშიც.

„გამოქვეყნდა იანვრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი, საკმაოდ კარგი მონაცემები, სადაც მნიშვნელოვნად – 47.6 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი და ის 331.3 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ასევე გაზრდილია იმპორტიც 38.5 პროცენტით და შეადგენს 778.1 მილიონ დოლარს. ზოგადად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, 2022 წლის იანვარში, იყო რეკორდულად მაღალი და მან 1,109.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღდგენის კუთხით და ინვესტორებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასება, რომლის მიხედვით, საქართველომ სუვერენული რეიტინგი „BB“ სტაბილური შეინარჩუნა.

„იცით, რომ რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სანდო, ეფექტური პოლიტიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილური „BB“ რეიტინგი, იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები, რაც ასევე მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …