ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.
დეგუსტაციას, რომელსაც ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა, პოლონელი სომელიეები, ღვინის დისტრიბუტორები და ცნობილი რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას და თანამედროვე ინდუსტრიას.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 34%-ს მიაღწია. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც: იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი, ზრდა 30%-ს აღწევს.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …