ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დამთვალიერებლებს მალე მიიღებს

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით  ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს.  პროექტის ღირებულება ₾19 მლნ-ია.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ახალი ოთხ სართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე  ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება. მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მუზეუმის მშენებლობის პარალელურად უკვე დაიწყო არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები მუზეუმის აღჭურვასთან დაკავშირებით.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …