ვალის დაბრუნების მოთხოვნა ბანკის ხელში კი არა, ოფშორული კომპანიის ხელშია – ეს უკვე საგანგაშო სიტუაცია – ადვოკატი

აქციონერი თუ ამ პრეცედენტს ვუშვებ და რეაგირებას არ ვითხოვ, ხვალ ჩემი აქცია რომ არ გაუფასურდება და ანალოგიური არ განმეორდება, ჩემი კაპიტალდაბანდება სხვა რისკების ქვეშ არ დადგება, ამის გარანტიას ვინ მაძლევს?! შესაბამისად, თანმიმდევრულობა და მოთხოვნის ლეგალური საფუძვლები სახეზეა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „თიბისი ბანკის“ ბრიტანელმა აქციონერმა, იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რას ეფუძნება დათვლილი ზარალის მოცულობა 40 მლნ და ვისგან ითხოვენ მის ანაზღაურებას: ჯაფარიძე-ხაზარაძისა თუ თიბისი ბანკისგან, ადვოკატმა განაცხადა, რომ ზარალის ანაზღაურება სააქციო საზოგადოების პირდაპირი ვალდებულებაა და ამაზე პასუხს უბრალოდ აქციონერი არ უნდა სცემდეს.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან ლოგიკურია, რომ თავისი კაპიტალდაბანდების დასაცავად მაქსიმუმს ითხოვს.

„ბანკმა გასცა 16 მლნ. მიუღებელი შემოსავლის, პროცენტის, ჯარიმების სახით აღნიშნული თანხა ავიდა 40 მლნ-მდე. შესაძლოა, ხვალ უფრო მეტი იყოს. აქ საუბარი იმაზეა, თუ ამის დაბრუნების გზები არსებობს, რომელიც ლეგალურია და პირდაპირ სწორი ნების გამოხატულება იქნება და ბანკის თანმიმდევრული საქმიანობის გამოხატულება, ბანკი დაგვიმტკიცებს, რომ 40 მლნ კი არ არის დასაბრუნებელი, არამედ 30 ან 36, კი ბატონო, მივიღებთ ამას და ამ ანგარიშვალდებულებას შევაფასებთ ადეკვატურად. თუმცა, ის, რომ ასეთი მოთხოვნის საშუალება არსებობს და ეს მოთხოვნა ბანკის ხელში კი არა ოფშორული კომპანიის ხელშია, ეს უკვე საგანგაშო სიტუაცია. ეს გარკვეულწილად პრევენცია, რომ ანალოგიური ან განმეორდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …