ექსპორტზე 6000 ტონა ქართული ატამი გავიდა

თბილისი (BPI) – კახეთში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დაკრეფილია 16 000 ტონაზე მეტია, ექსპორტირებულია 6 000 ტონაზე მეტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„წელს მოსავალი კარგია და კრეფის პროცესიც შეუფერხებლად მიდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რაც ფერმერებს უადვილებს ჩაბარების და ექსპორტზე გატანის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა გაზრდილია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილები არიან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

კახეთის რეგიონში 9 სამაცივრო მეურნეობა აქტიურად ფუნქციონირებს. სოლომონ პავლიაშვილი ატმისა და ვაშლატამას მიღება-დაბინავების პროცესს გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში არსებულ მიმღებ პუნქტში და სამაცივრო მეურნეობაში „Champion Plus” გაეცნო. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეურნეობას 600 ტონამდე ატამი აქვს მიღებული.

სოლომონ პავლიაშვილმა კახეთში ყოფნის დროს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში დავით ნაპირელის ფერმერული მეურნეობაც დაათვალიერა. ფერმერს სხვა ჯიშებთან ერთად, საადრეო ატმის ბაღიც აქვს, საიდანაც მოსავალს ივნისის თვეში იღებს და ექსპორტზე გააქვს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …