ექსპერტები საგარეო ვაჭრობის კიდევ უფრო შემცირებას ელიან

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემები მეორე კვარტალში კიდევ უფრო შემცირდება. ექსპერტების ვარაუდით კლება თითქმის ყველა სექტორს მოიცავს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ექსპორტის კლების შეჩერების ბერკეტი ჯერჯერობით  არ გააჩნია.

გიორგი ღაღანიძის  თქმით, აუცილებელია დაკვირვება კონკრეტულად რომელ სექტორებს დაარტყამს პანდემია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმოს კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები.

საქსტატის მონაცემებით,  პირველ კვარტალში  საქართველოს  საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით შემცირდა. ექსპორტში თითქმის 6%-იანი კლებაა, იმპორტში კი, 1.4% -იანი. ტოპ 5 საექსპორტო ჯგუფში არიან: სპილენძის მადნები, ავტომობილები, ასევე ფეროშენადნობები, ღვინო და აზოტოვანი სასუქები.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …