ექიმების გამოწერილ რეცეპტში მედიკამენტების 18% შეუსაბამო დანიშვნებია

თბილისი (BPI) – საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს.

ასოციაციის ცნობით, პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევევბის შესასწავლად  მუშაობა ორიოდ თვის წინ შეწყვიტა. კომისია მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე სწავლობდა თითოეულ ქეისს. კრიტერიუმი კი პაციენტისათვის 5 და მეტი დანიშნული მედიკამენტი იყო. 

„პოლიფარმაციის შემთხვევების მონიტორინგის პროექტი აგებული იყო მხოლოდ პაციენტების საჩივრებზე,  რაც ბუნებრივია ვერ იქნებოდა ეფექტიანი. პაციენტები ენდობიან ექიმებს და ეს ნდობა არ უნდა დაიკარგოს, პირიქით უნდა გადაიდგას ნაბიჯები რაც ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას გაზრდის.

ჩვენი ინფორმაციით იმ პროექტში რომელიც განხორციელდა, გამოწერილ რეცეპტებში 18%-მდე  იყო შეუსაბამო დანიშვნები.

ამიტომ ეს პროექტი, სხვა ფორმით,  აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უნდა მოხდეს  პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გაწეული ამბულატორიული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მათ შორის გამოწერილი მედიკამენტების დიაგნოზებთან შესაბამისობის შესწავლა. ასევე სადაზღვევო კომპანიებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, რომ შეუსაბამო დანიშვნის შემთხვევები, რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი ექსპერტის დასკვნით, რეაგირებისთვის გადაუგზავნონ შესაბამის უწყებას,“ – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …