“ეფეს საქართველომ” გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად „ეფეს საქართველომ“ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან: კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა” პარტნიორობით, ლუდსახარშის ეზოში ხეების დარგვის ღონისძიება გამართა.

„ეფეს საქართველოს“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში და დარგეს ტერიტორიის შესაფერისი სხვადასხვა ჯიშის ხეები, რომელთა შერჩევა გარემოსდაცვით ორგანიზაციასთან „ეკოხედვასთან“ კონსულტაციით განხორციელდა. ხეების დარგვის პროცესს აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

გარემოს დაცვის მიმართულებით, „ეფეს საქართველო“ აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების შემდეგი მიზნების მისაღწევად:

მე- 6 მიზანი – სუფთა წყალი და სანიტარია

მე-7 მიზანი – ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია

მე-12 მიზანი – მდგრადი მოხმარება და წარმოება

მე-13 მიზანი – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებები

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …