ესპანელმა შეფ მზარეულმა ალან გონსალესმა Holiday Inn Telavi-ში კულინარიული შოუ გამართა

თბილისი (BPI) – სასტუმრო, Holiday Inn Telavi  მსოფლიოში ცნობილ  ესპანელ შეფ მზარეულს ალან გონსალესს უმასპინძლა. ალან გონსალესი ამავე დროს,  საერთაშორისო მმართველი კომპანიის HCI Hotel Collection International -ის კორპორატიული F&B დირექტორია.

სამზარეულოს ამ ჯადოქარმა გულდასმით შეისწავლა ქართული სამზარეულო. უკირკიტა, შეიყვარა, სულ ცოტათი დახვეწა და დღეს ჩვენთან უკვე მის შესახებ ყველამ იცის. მას შეუძლია რესტორნის შემთხვევითი სტუმარი მუდმივ და ერთგულ მომხმარებლად აქციოს.

ყველაზე ნიჭიერმა, წარმატებულმა, თავის სამსახურზე უზომოდ შეყვარებულმა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შეფ-მზარეულმა მართლაც, რომ  საუცხოო კულინარული შოუს წარმოადგინა და სასტუმროს სტუმრები გააოცა. შოუს დაწყებამდე სასტუმროს ლობი ბარში ყველი მარლეტას და თელავის ღვინის მარნის ღვინოების დეგუსტაცია მოეწყო. ეს ამ დღის  უნიკალური დასაწყისი იყო, რაც საუცხოოდ გაგრძელდა.

ესპანელი შეფ მზარეულის კულინარულ შოუს მედიის წარმომადგენელი და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენი სტუმარის მსოფლიოში ცნობილი შეფ მზარეული ალან გონსალესი, რომელმაც მართლაც საუცხოო შოუ გვაჩვენა. მან განსახვავებულად დაჭრა ეპანური ტექნოლოგიით შებრაწული გოჭი, ეს ესპანური ტრადიციაა, მაგრამ  საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ჩვნეს ქვეყენაში, ეფექტი ნამდვილად დიდია, როცა მას პირველად უყურებ, “ – აღნიშნავს სასტუმრო Holiday Inn Telavi-ს გენერალური მენეჯერი ანა მურადაშვილი.

„წარმოდგენილ კერძებში უამრავი ინგრედიენტი გამოიყენა ჩვენმა გუნდმა,  სანახაობამ კი, ესპანური ტრადიციების ელფერი არ დაკარგა. სტუმრებისთვის ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დესერტიც. სურვილი მაქვს ქართული და ესპანური კერძების სინთეზი მოვახდინო და ქართულ ხინკალს ჩვენი, ესპანური ინგრედიენტი დავუმატო. ასევე ქართველ მზარეულებს შევასწავლოთ ესპანური ნაციონალური კერძების მომზადებაც,’ – გვითხრა ალან გონსალესმა.

მოწვეულ სტუმრებს ქართულ რესტორანში Batontan გაუმაპინძლდნენ, რომელიც სასტუმრო Holiday Inn Telavi -ს პირველ სართულზეა განთავსებული. „ თქვენი სახლი სახლიდან გაუსვლელად“ – ასე უწოდებენ რესტორანს. ეს არის ადგილი სადაც შესაძლებელია დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები. რესტორნის დამფუძნებლების მიზანს Holiday Inn -ს სტუმრებსა და ადგილობრივი მოსახლეობასთან ცოცხალი, სახლში მომზადებული კერძების გაზიარება წარმოადგენდა. კერძოდ, ადგილობრივი მომწოდებლებისგან სათუთად შერჩეული საკვები მასალის შერჩევა და მიწოდება, რაც შეეხება მომსახურებას, სტუმრებს ისევე უნდა მოეპყრო, როგორც ოჯახის წევრებს. ეს არის ოჯახზე ორიენტირებული რესტორანი, კარგად მომზადებული პერსონალით, ყველა საჭირო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამტკბარიყვნენ უგემრიელესი თანამედროვე, ტრადიციული და ევროპული კერძებით.

„ჩვენ სტუმრობს რესტორან „ბატონში“ ვთავაზობთ როგორც ტრადიციულ ქართულ კერძებს, ასევე ევროპულ, მათ შორის ესპანურ კერძებს რესტორან „იბერიკოში“. ამასთან ბიზნეს ვიზიტორებისთვის გვაქვს „საინ ბარი“, რომელიც მოიცავს ინტერნეტ სივრჩეს და საკონფერენციო დარბაზს, რომელიც საკმაოდ კომფორტულია კორპორატიული ჯგუფებისთვის,“ –  განმარტავს სასტუმრო Holiday Inn Telavi-ს დამფუძნებელი, ლევან ერისთავი

Holiday Inn Telavi განთავსებულია XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში, თელავის ცენტრში, კახეთის რეგიონის დედაქალაქში, რომელიც ცნობილია გამორჩეული ღვინის კულტურით. სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც ბრენდმა შეიმუშავა. თანამედროვე და კომფორტული სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალურად მყუდრო გარემოა შექმნილი სტუმრების გასართობად და სამუშაოდ. რესტორანი და ბარი „იბერიკო“ რომელიც სასტუმროს მეხუთე სართულზეა განთავსებული, გთავაზობთ არა მხოლოდ განსაკუთრებული ევროპულ და ქართული კერძების მრავალფეროვან მენიუს, არამედ ულამაზესი ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებს. პანორამული ხედები იშლება ასევე სასტუმროს საცურაო აუზიდან. სტუმრებს შეუძლით ისარგებლონ საუნით, ორთქლის ოთახით, სავარჯიშო დარბაზით.სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 -70 სტუმარზე. შიდა ინტერიერი ასახავს ბრენდის თანამედროვეობას და ხაზს უსვამს ადგილმდებარეობის და შენობის ისტორიულ მემკვიდრეობას.

Holiday Inn ბრენდის სასტუმროები გვთავაზობს სრულ მომსახურეობას რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი კომფორტით, ფასეულობებით, დამოკიდებულებით და მიჩნეულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი.

,Intercontinental Hotel Group’’, მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელია, რომელსაც ეკუთვნის ბრენდი Holiday Inn. სასტუმრო არის შპს „სასტუმრო თელავის“ მფლობელობაში და მას მართავს Hotel Collection International (მანამდე ცნობილი ,,T3 Hospitality Management’’-ად) , Intercontinental Hotel Group -ის მიერ ლიცენზიის ხელშეკრულების საფუძველზე.
IHG-ს პორტფოლიოში საკუთრებაში ან მართვის, ფრანჩაიზინგის თუ იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში არის 5200-ზე მეტი სასტუმრო და თითქმის 780 000 ნომერი მსოფლიოს 100 ქვეყანაში, ასევე 1500-ზე მეტი სასტუმრო განვითარების სტადიაში მსოფლიოს გარშემო. IHG ასევე მართავს IHG® Rewards Club-ს, გლობალურ ლოიალურობის პროგრამას, რომელსაც ჰყავს 100 მილიონზე მეტი წევრი.

InterContinental Hotels Group PLC არის ჰოლდინგი დიდ ბრიტანეთში, ასევე რეგისტრირებული ინგლისსა და უელსში. IHG-ს მსოფლიოს სასტუმროებსა და კორპორატიულ ოფისებში დასაქმებულია 350 000-ს ადამიანზე მეტი.
Hotel Collection International არის საერთაშორისო, სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ლუქსემბურგში და მართავს 20 მდე სასტუმროს ევროპასა და აფრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …