“ესაუბრე ბუნებას“ – “აგრო სოლუშენსი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის და REC Caucasus-ის მხარდაჭერით გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

ორგანიზაცია „აგრო სოლუშენსი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და REC Caucasus-ის მხარდაჭერით  გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ პროექტს – “ესაუბრე ბუნებას – Talk to Nature ” ახორციელებს.

„ესაუბრე ბუნებას“ ინოვაციურ იდეათა კონკურსის, „გრინოვეიშენის“ გამარჯვებულია, რომელიც GIZ-ის პროგრამის „ეკოსერვის“  (ECOserve) – ის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის გახსნითი ღონისძიება   შაბათს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, მზიურის პარკში გაიმართება.

მოდი, დაასკანერე და იფიქრე! – ამ დევიზით, მზიურის პარკში არსებულ ხეებზე QR კოდები  განთავსდება. QR კოდების მეშვეობით მოქალაქეები გაეცნობიან ინფორმაციას  გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ: კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა, ნარჩენების გადამუშავების საკითხები, როგორ გამოვიყენოთ ალტერნატიული ენერგორესურსები და მივაღწიოთ ენერგოეფექტურობას.

QR კოდებში არსებული ინფორმაციები თემატურია და მოიცავს:

  • ჰაერის დაბინძურებას საქართველოში
  • წყლის დაბინძურება და წყლის რესურსები საქართველოში
  • წითელი ნუსხის სახეობები
  • მწვანე საფარი თბილისში
  • დაცული ტერიტორიები
  • ენერგოეფექტურობა
  • ალტერნატიული ენერგო რესურსები

QR კოდები ეტაპობრივად გამოჩნდება თბილისის სხვადასხვა სკვერებსა და პარკებში, რათა საზოგადოების მაქსიმალურად ფართო წრემ შეძლოს გაიგოს ქვეყანაში არსებული მძიმე გარემოსდაცვით პრობლემების შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …